ხელშეკრულება

ხელშეკრულება ავტოსატრასპორტო საშუალების ეკიპაჟის გარეშე იჯარით გადაცემის შესახებ

წინამდებარე ხელშეკრულება ავტოსატრასპორტო საშუალების ეკიპაჟის გარეშე იჯარით გადაცემის შესახებ (შემდგომში “ხელშეკრულება”) გაფორმებულია ერთი მხრივ, შპს “ქართლიქარს” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404561522) (შემდგომში “მეიჯარე”) და მეორე მხრივ, მომხმარებელს  შორის, ერთობლივად წოდებული როგორც “მხარეები”.  

1. ტერმინთა განმარტება

თუ სხვაგვარად არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

მომხმარებელი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა რეგისტრაცია და ავტორიზაცია მეიჯარის ავტორიზებულ აპლიკაციაში ხელშეკრულების პირობების თანახმად.

ქარშეარინგის მომსახურება - მეიჯარის მიერ ავტორიზებული აპლიიკაციის მეშვეობით, უწყვეტ რეჟიმში, მომხმარებისთვის გაწეული მომსახურება, მოიცავს შემდეგს: (ა)მომხმარებლის წვდომას ავტორიზებულ აპლიკაციაში ასახული ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემებთან;  (ბ) მომხმარებლის უფლებას, გამოიყენოს ავტორიზებული აპლიკაცია არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოსაძიებლად, არჩევანის დასაჯავშნად  ან/და არჩევანის გასაუქმებლად, მომხმარებლის სურვილისებრ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; (გ)   წვდომას და ქარშეარინგის პირად გამოყენებას (ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების შეზღუდვით სამეწარმეო ან/და სხვა კომერციული მიზნებისთვის) ქარშეარინგის გაზიარების  ტერიტორიაზე; (დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაყენება მეიჯარის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში მონიშნულ ადგილებზე; (ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ავტორიზებულ აპლიკაციაში მითითებულ მონაცემებთან; (ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვა ტექნიკური პასპორტით, სადაზღვეო პოლისის ასლით, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებით, ძირითადი მოწყობილობებით, შესაბამისი ნიშნებით და სხვა დოკუმენტებით, მოწყობილობებით, რომელიც მოთხოვნილია საქართველოს კანონმდებლობით; (ზ) ხელშეკრულებით განსაზღვრული დამხმარე მომსახურების მიწოდება; (თ) ქარშეარინგის ტერიტორიაზე, შესაბამისი მუნიციპალური ერთეულების მიერ დადგენილი პარკინგის საფასურის გადახდას, გარდა, კერძოდ პარკინგის საფასურისა; და (ი)ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევას; და (კ) ნებისმიერი სხვა მომსახურება, რომელიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებით.

დამხმარე მომსახურება - ავტორიზებული აპლიკაციის ფარგლებს გარეთ, მეიჯარის მომხმარებელთან ურთიერთობის მეთოდები, რომელიც მოიცავს ელ. ფოსტას, ტელეფონს, ვებ-გვერდს, პირადი კომუნიკაციას.

 

ქარშეარინგის მომსახურების ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც ავტორიზებულ აპლიკაციაში მონიშნულია მწვანე ფერად.

პარკირების ზონა - ტერიტორია, ავტორიზებულ აპლიკაციაში მონიშნულია ლურჯ ფერად, მონიშნულია სპეციალურად განსაზღვრული პარკირების ზონა, რომელიც მომხმარებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების მიზნით, მას შემდეგ, რაც იგი დაასრულებს სარგებლობას.

ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრანსპორტირების საშუალება, რომელსაც მეიჯარე იჯარით გადასცემს მომხმარებელს მოკლევადიანი სარგებლობისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ავტორიზებული აპლიკაცია - მეიჯარის მიერ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შექმნილია ელექტრონული მოწყობილობებისთვის და გამოიყენება მომხმარებლის  მიერ ქარშეარინგის მომსახურებაში ჩართვის და ამ მომსახურებით სარგებლობის მიზნით.

ელექტრონული მოწყობილობა - მომხმარებლის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ჩართულია ინტერნეტში და მუშაობს “Android”-ის ან “iOS”-ის ოპერაციულ სისტემაზე და შესაძლებელს ხდის მომხმარებლის მიერ ქარშერინგის მომსახურებით სარგებლობას ავტორიზებული აპლიკაციის მეშვეობით.

რეგისტრაცია - ელექტრონულ მოწყობილობაზე ჩამოტვირთული ავტორიზებული აპლიკაციით მოთხოვნილი ქმედებების დასრულება.

მომხმარებლის იდენტიფიკაცია - მეიჯარის უფლება, შეამოწმოს მომხმარებლის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში შეყვანილი პერსონალური მონაცემების სისწორე მომხმარებლის ნამდვილ მონაცემებთან.

ავტორიზაცია - მომხმარებლის მიერ ქარშეარინგის მომსახურებით სარგებლობის უფლების მოპოვება.

ხელშეკრულების თარიღი - ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ავტორიზებული აპლიკაციის მეშვეობით ხელშეკრულების ხელმოწერა (“თანხმობა”) მომხმარებლის მიერ, რომელსაც  “მეიჯარე”ავტომატურად ეთახნმება.

პერსონალური ინფორმაცია - “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული, მომხმარებელთან დაკავშირებული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია - პერსონალური  მონაცემი და  ბიომეტრიული მონაცემი.

ყალბი ანგარიში - ანგარიში, რომელიც შექმნილია არასწორი ინფორმაციის ან/და სხვა არასწორი დოკუმენტაციის გამოყენებით ან/და რომელიც ეკუთვნის ნებისმიერ სხვა პირს და არა მომხმარებელს.

დაჯავშნა - მომხმარებლის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში ღილაკი „რეზერვაცია“-ს დაჭერა.

დაწყება - მომხმარებლის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში ღილაკის „ქირაობის დაწყება“ დაჭერა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაღების შემდეგ, რაც უტოლდება მომხმარებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტორიზებულ აპლიკაციაში განსაზღვრული მდგომარეობით მფლობელობაში მიღებას, რაც არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების გაფორმებას.

გაუქმება - მომხმარებლის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში ღილაკის „ჯავშნის გაუქმება“ დაჭერა.

გამოუყენებელი დაჯავშნა - დაჯავშნა, გაუქმების გარეშე, როდესაც მომხმარებელმა არ დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება; ასევე, დაჯავშნა, რომლის დროსაც ავტორიზებულ აპლიკაციაში ღილაკის „დაჯავშნა”  დაჭერის შემდეგ ღილაკის „ჯავშნის გაუქმება” ან „ქირაობის დასრულება” დაჭერის  მომენტამდე არ ჩართულა ძრავი.

დასრულება - მომხმარებლის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში ღილაკის „ქირაობის დასრულება“ დაჭერა, რომელიც უტოლდება მეიჯარისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებას.

ჩვეულებრივი გამოყენება - მომხმარებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სათანადო ყურადღებით და ამ ხელშეკრულების პირობების, საგზაო მოძრაობის წესების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და საჯარო და კერძო ინსტიტუტების მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რაც  ასევე, მოიცავს მომხმარებლის ვალდებულებას დაუბრუნოს ავტოსატრანსპორტო საშუალება მეიჯარეს იმავე მდგომარეობაში, როგორც იყო მომსახურების დაწყების მომენტში.

არაუფლებამოსილი გამოყენება - ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება ჩვეულებრივი გამოყენების ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული მომხმარებლის ნებისმიერი სხვა ვალდებულების დარღვევით.

ტარიფი - ეკიპაჯის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაზიარების მომსახურებისთვის მეიჯარის მიერ დადგენილი გადასახადი, რომელიც ასახულია ავტორიზებულ აპლიკაციაში.

დეპოზიტი - ფიქსირებული თანხა, რომელიც განსაზღვრულია მეიჯარის მიერ ავტორიზებულ აპლიკაციაში და არ ექვემდებარება დაბრუნებას, ეკისრება და ჩამოეწერება მომხმარებელს მისი ავტორიზაციის დასრულების შემდეგ და გადაიხდება ქარშეარინგის გაზიარების მომსაურებისთვის.

საბანკო ანგარიში - მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მოქმედი საბანკო ანგარიში, რომელიც გახსნილია ადგილობრივ ან უცხოურ კომერციულ ბანკში/საფინანსო ინსტიტუტში და უფლებას ანიჭებს მომხმარებელს განახორციელოს გადახდები მეიჯარის მიმართ ქარშეარინგის გაზიარების მომსახურებით სარგებლობისთვის პლასტიკური ბარათის მეშვეობით, რომელიც მიბმულია საბანკო ანგარიშზე.

პლასტიკური ბარათი - მომხმარებლის მოქმედი საბანკო სადებიტო ან საკრედიტო ბარათი, რომლის მონაცემებიც მომხმარებლის მიერ შეყვანილია ავტორიზებულ აპლიკაციაში და გამოიყენება მეიჯარის მიერ ქარშეარინგის გაზიარების ტერიტორიაზე მომხმარებლისგან შესაბამისი გადასახადების ჩამოწერის ან/და შეგროვების მიზნით.

ჩამოწერა - მომხმარებლის დამატებითი მიღების ან/და თანხმობის გარეშე საბანკო ანგარიშიდან ფულადი თანხების ჩამოწერა.

დაზღვევის ხელშეკრულება - დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია მეიჯარის მიერ შესაბამის სადაზღვეო კომპანიასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების და მესამე პირების პასუხისმგებლობის დაზღვევის მიზნით.

სადაზღვეო პოლისი - სადაზღვეო კომპანიის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული პოლისი.

ფრანშიზა - ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მეიჯარის მიერ გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სადაზღვეო პოლისით განსაზღვრული, მინიმუმი, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას.

საგზაო მოძრაობის წესები - საგზაო მოძრაობის წესები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

საგზაო შემთხვევა - ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ასეთად არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით.

აღმასრულებელი ორგანოები - აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც ასეთად არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით.

შეტყობინება - მეიჯარის მიერ მომხმარებლისთვის ავტორიზებული აპლიკაციით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე გაგზავნილი შეტყობინება.

ვებ გვერდი - aicar.ge

ლარი - ქართული ლარი.

 

2. ხელშეკრულების ძალაში შესვლა

2.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

2.2. ავტორიზაცია მიჩნეულია დასრულებულად შემდეგი გარემოებების დადგენის შემდეგ: (ა) მომხმარებლის მიერ ელექტრონულ მოწყობილობაზე ავტორიზებული აპლიკაციის ჩაწერა; (ბ) მომხმარებლის ავტორიზებულ აპლიკაციაში რეგისტრაცია (ყოველგვარი ეჭვის არიდების მიზნით, მომხმარებლის რეგისტრაცია ავტორიზებულ აპლიკაციაში უთანაბრდება ამ ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების მიღებას. ხელშეკრულების პირობების მიღება დასტურდება ავტორიზებულ აპლიკაციაში არსებული „ვეთანხმები ხელშეკრულებას ქარშეარინგიიჯარით გადაცემის თაობაზე“ ღილაკის მონიშვნით. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დასრულება ნიშნავს ხელშეკრულების ხელმოწერას); (გ) მეიჯარის მიერ მომხმარებლის იდენტიფიცირება; (დ) ავტორიზაციის დასრულება, რაც დადასტურდება მეიჯარის მიერ მომხმარებლის ელ. ფოსტაზე გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინებით.

2.3. ავტორიზაციის დასრულება განიხილება, როგორც 2.1 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც იმოქმედებს და ძალაში იქნება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში.

 

3. ხელშეკრულების საგანი

3.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარე მომხმარებელს უწევს ქარშეარინგის მომსახურებას, ხოლო მომხმარებელი თანხმდება მიიღოს ასეთი მომსახურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

3.2. ქარშეარინგის მომსახურების სახეები განისაზღვრება ავტორიზებული აპლიკაციით, რომელშიც ასახული იქნება მომსახურების პირობები და ტარიფები.

 

4. განცხადებები და გარანტიები

4.1. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას მეიჯარის წინაშე, რომ ხელშეკრულების თარიღზე და მისი მოქმედების ვადაში:

4.1.1. შეასრულებს ხელშეკრულებით და ავტორიზებული აპლიკაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

4.1.2. მეიჯარესთვის მიწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის სრული, განახლებული და მოქმედი;

4.1.3. გააჩნია ხელშეკრულების გაფორმების და ქარშეარინგიმომსახურებით სარგებლობის უფლება;

4.1.4. გაეცნო ხელშეკრულების და სადაზღვეო პოლისის პირობებს მისთვის გასაგებ ენაზე და ფორმით; ადასტურებს მათში ასახული პირობების მიღებას;

4.1.5. ცნობილია და ეთანხმება ხელშეკრულების ერთიანობას, ავტორიზებულ აპლიკაციასთან, დანართებთან და ნებისმიერ ცვლილებასთან/შეთანხმებასთან და აქვს სრული შეცნობა და იღებს, რომ ხელშეკრულების, ავტორიზებული აპლიკაციის და დანართების ნებისმიერი ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მეიჯარის მიერ ცალმხრივად ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და მომხმარებლის მიერ შესაბამისი შეწყვეტის უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ასეთი ცვლილებები/შეთანხმებები სავალდებულოა მომხმარებლისთვის;

4.1.6. მეიჯარეს აძლევს უფლებას, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, შეინახოს ან/და დაამუშავოს/გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია და მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მესამე პირებს, შემდგომი დამუშავების უფლებით გადასცეს ასეთი ინფორმაცია;

4.1.7. მეიჯარეს აძლევს სრულ და შეუზღუდავ უფლებას, მისი ერთპიროვნული დისკრეციის, ასევე, ავტოსატრანსპორტო  საშუალების/მომხმარებლის/ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მყოფი მესამე პირების ადგილმდებარეობის განსაზღვრის, შემოწმების, უსაფრთხოების კონტროლის, ადგილმდებარეობის და მოძრაობის განსაზღვრის მიზნით, დაამონტაჟოს, შეცვალოს, შეაკეთოს და გამოიყენოს ნებისმიერი მოწყობილობა და აღჭურვილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მის გარეთ;

4.1.8. გაეცნო ქარშეარინგის მომსახურების ტერიტორიაზე, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის დროს, მოქმედ საგზაო მოძრაობის წესებს და იღებს ვალდებულებას დაემორჩილოს და შეასრულოს ასეთი წესები;

4.1.9. ცნობილია ქარშეარინგის მომსახურების ტერიტორიის გეოგრაფიული საზღვრები და იღებს ვალდებულებას დაემორჩილოს ასეთ საზღვრებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის ნებისმიერ დროს;

4.1.10. ცნობილია პარკირების ზონის გეოგრაფიული საზღვრები და იღებს ვალდებულებას დაემორჩილოს ასეთ საზღვრებს ქარშეარინგიმომსახურებით სარგებლობის ნებისმიერ დროს;

4.1.11. ცნობილია არსებული გამოყენების სტრანდარტების მნიშვნელობა და იღებს ვალდებულებას ისარგებლოს ავტოსატრანსპორტო საშუალებით ასეთი სტანდარტების შესაბამისად.

4.2. მეიჯარე აცხადებს და იძლევა გარანტიას მომხმარებლის წინაშე, რომ ხელშეკრულების თარიღზე და მისი მოქმედების ვადაში:

4.2.1. გააჩნია ხელშეკრულების გაფორმების და ქარშეარინგის მომსახურების გაწევის სრული უფლებამოსილება;

4.2.2. ხელშეკრულებაში და ავტორიზებულ აპლიკაციაში განსაზღვრული ინფორმაცია არის ზუსტი, სრული, განახლებული და ძალაში მყოფი;

4.2.3. გააჩნია ხელშეკრულებით ქარშეარინგის მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი რესურსი;

4.2.4. ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესაბამება ავტორიზებულ აპლიკაციაში განსაზღვრულ მდგომარეობას.

4.3. მხარეთა განცხადებები და გარანტიები წარმოადგენენ სავალდებულო ხასიათის მქონე დებულებებს და მათი დარღვევა უტოლდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევას.

 

5. უფლებები და ვალდებულებები

5.1. მომხმარებლის უფლებები.

5.1.1. მომხმარებელი უფლებამოსილია, მეიჯარეს მოსთხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

5.1.2. მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ქარშეარინგიმომსახურებით ხელშეკრულების პირობების თანახმად;

5.1.3. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამხმარე - მომსახურებით.

5.2. მომხმარებლის ვალდებულებები:

5.2.1. მიიღოს და ისარგებლოს ავტოსატრანსპორტო საშუალება ხელშეკრულების, ავტორიზებული აპლიკაციის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩვეულებრივი გამოყენება;

5.2.2. გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო საშუალება პირადად და უზრუნველყოს, რომ მესამე პირებს არ ექნებათ წვდომა ან/და შესაძლებლობა მართონ ან/და სხვაგვარად გამოიყენონ ავტოსატრანსპორტო საშუალება;

5.2.3. გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ აპლიკაციაში განსაზღვრულ ტერიტორიაზე;

5.2.4. ისარგებლოს ავტოსატრანსპორტო საშუალებით მხოლოდ პირადი მიზნებისთვის; მისი ნებისმიერი კომერციული/სამეწარმეო საქმიანობის გამოყენების შეზღუდვით;

5.2.5. არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების არაუფლებამოსილი გამოყენება;

5.2.6. ქირაობის დასრულების შემდეგ, უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი იყო ქირაობის დაწყებისას;

5.2.7. ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას, უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ავტოსატრანსპორტო საშუალების სათანადო გამოყენება და დაუბრუნოს მეიჯარეს ნივთობრივად უნაკლო ნივთი.

5.2.8. ქარშეარინგი მომსახურების სარგებლობისას, ნებისმიერ დროს, დაიცვას და შეასრულოს საგზაო მოძრაობის წესები;

5.2.9. უზრუნველყოს, რომ ავტორიზებულ აპლიკაციასთან წვდომა და გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ მომხმარებელს, მესამე პირებზე ნებისმიერი ინფორმაციის (მომხმარებლის სახელი/პაროლი, სხვა) გაცემის აკრძალვით;

5.2.10. პერსონალურ ინფორმაციის, საკონტაქტო და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის ან/და მეიჯარისთვის მიწოდებული დოკუმენტაციის ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყონებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე მეიჯარეს;

5.2.11. ნებისმიერი საგზაო შემთხვევის, სადაზღვეო პოლისში მითითებული ან/და სხვა ნებისმიერი გარემოების დადგომის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ავტოსატრანსპორტო საშუალების, ან მისი ნაწილის ან/და მასში განთავსებული ნებისმიერი დოკუმენტის და მოწყობილობის ან/და მომხმარებლის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მყოფი მესამე პირის დაზიანება, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყონებლივ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე მეიჯარეს და პოლიციას;

5.2.12. მომხმარებლის მიერ ქარშეარინგის მომსახურებით სარგებლობის დროს ნებისმიერი გარე ჩარევის შემთხვევაში, მათ შორის კერძო პირების ან/და საჯარო მოხელეების მიერ, მომხმარებელი ვალდებულია, ამის თაობაზე დაუყონებლივ შეატყობინოს მეიჯარეს და არ ჩაერთოს რაიმე სახის დიალოგში ან სხვა სახის კომუნიკაციაში ასეთ პირებთან, მეიჯარის პირდაპირი თანხმობის გარეშე;

5.2.13. ქირაობის დაწყებისას, მომხმარებელი შეამოწმებს მუხლი 1-ში განსაზღვრულ დოკუმენტების და მოწყობილობების სისრულეს და მწყობრში ყოფნას; ნებისმიერი შეუსაბამობის ან არარსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ შეატყობინებს მეიჯარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ქმედება მომხმარებლის მხრიდან განიმარტება, როგორც დაწყების მომენტში დოკუმენტების და მოწყობილობების სრულად არსებობა. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებული იქნება აანაზღაუროს ნებისმიერი ხარჯი მეიჯარეს, რომელიც დაკავშირებული იქნება ასეთი დოკუმენტის და მოწყობილობის შეცვლას ან/და შეკეთებას ან/და გამოცვლასთან და ასევე, ფიქსირებული საკომისიო 100 ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება ჩამოჭრას მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან, ამ უკანასკნელის დამატებითი თანხმობის გარეშე;

5.2.14. ჩამოწერის გზით გადაიხადოს ავტორიზებული აპლიკაციით განსაზღვრული ქარშეარინგის მომსახურების ტარიფი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის პლასტიკური ბარათი ან/და საბანკო ანგარიში გაუქმდება/დაკარგავს ძალას/გახდება ბათილი ნებისმიერი მიზეზით ან მეიჯარე ვერ ახერხებს ტარიფის ან სხვა გადასახადების ჩამოწერას, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყონებლივ, არაუგვიანეს ასეთი გარემოების დადგომიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, აცნობოს მეიჯარეს ასეთი გარემოების დადგომის შესახებ და ჩაანაცვლოს ან მიაწოდოს მეიჯარეს ალტერნატიული საბანკო ანგარიში ან/და პლასტიკური ბარათი შემდგომი ჩამოწერისთვის. პლასტიკური ბარათის ან/და საბანკო ანგარიშის გაუქმება არ გამორიცხავს მეიჯარის უფლებას მოთხოვოს მომხმარებელს ნებისმიერი გადასახადების/დავალიანების დაფარვა, მათ შორის ნაღდი ანგარიშსწორებით. მეიჯარე, ერთპიროვნული დისკრეციის ფარგლებში, უფლებამოსილია აირჩიოს ზემოთ ჩამოთვლილი შეგროვების ნებისმიერი მეთოდი. ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მეიჯარის მიერ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, ნებისმიერი მიზეზით გადასახდელი ტარიფის ან/და სხვა გადასახადის შეგროვების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ ასეთი არ არის გამოწვეული მეიჯარის უმოქმედობის გამო, მეიჯარე უფლებამოსილია ცალმხრივად, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომას მისი მოთხოვნის და სხვა დაკავშირებული ხარჯების გადახდევინების მიზნით (მათ შორის სახელმწიფო მოსაკრებლები, ნოტარიუსის გადასახადი, იურიდიული მომსახურების ფასი, აღსრულების მოსაკრებელი და მეიჯარის მიერ გაღებული სხვა ხარჯები);

5.2.15. მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს მეიჯარისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი, მათ შორის, სადაზღვეო პოლისით განსაზღვრული დაუზღვეველი რისკი, ფრანშიზა, არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით ან/და მომხმარებლის მიერ ქარშეარინგის მომსახურებით სარგებლობის დროს გამოწვეული ან/და წარმოშობილი ზიანი.

5.2.16. მომხმარებელი არ გამოიყენებს რაიმე მოწყობილობას ან/და აღჭურვილობას ან/და არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, მათ შორის და არა მხოლოდ, ვებ-გვერდის, ავტორიზებული აპლიკაციის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებული მოწყობილობის/აღჭურვილობის იმგვარ გამოყენებას ან/და ქმედებას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს/ხელს შეუშლის ავტოსატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის დადგენას, უსაფრთხოების შემოწმებას ან/და კონტროლს;

5.2.17. ქირაობის დასრულების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, შესაბამისი საგზაო მოძრაობის წესებისა და შესაბამის ქარშეარინგის მომსახურების ტერიტორიაზე მოქმედი წესების დაცვით, ავტოსატრანსპორტო საშუალება დატოვოს ისეთ ადგილზე, რომელიც მეიჯარისთვის შესაძლებელს გახდის განსაზღვროს მისი ადგილმდებარეობა, რომელიც არ გამოიწვევს მეიჯარისათვის დამატებითი საფასურის ან/და გადასახადების ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებას; აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დატოვება ნებისმიერ სხვა ადგილზე, გარდა პარკირების ზონისა, მათ შორის კერძო/საჯარო პარკირების ზონებისა; ამ ვალდებულების დარღვევა ანიჭებს მეიჯარეს უფლებამოსილებას დააკისროს მომხმარებელს ერთჯერადი ჯარიმა არაუმეტეს 50 ლარისა და აკისრებს მომხმარებელს პასუხისმგებლობას გადაიხადოს ნებისმიერი სხვა ყველა გადასახადი, რაც წარმოიშვა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევისაგან;

5.2.18. ქარშეარინგის მომსახურების გამოყენებისას, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის ფუნქციონირება და  მუდმივი კავშირი ელექტრონულ მოწყობილობას, ინტერნეტსა და ავტორიზებულ აპლიკაციას შორის;

5.2.19. ნებისმიერი ინციდენტის ან/და სადაო შემთხვევის ან/და მესამე პირების მოთხოვნის შემთხვევაში და მეიჯარის მოთხოვნით, მომხმარებელი ვალდებულია, გამოცხადდეს მეიჯარის ოფისში ან/და მითითებულ ადგილზე/ტერიტორიაზე და ითანამშრომლოს მეიჯარესთან ან/და მის მიერ დასახელებულ პირებთან და მიაწოდოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია საჭირო იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში; ასევე მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება, რათა შეამციროს ნებისმიერი ხარჯი/გადასახადი რომელიც შეიძლება მეიჯარეს დაეკისროს მომხმარებლის ქმედების გამო ან/და გარემოების გამო, რომლის მონაწილეც არის მომხმარებელი. მომხმარებლის მიერ ამ ვალდებულის შეუსრულებლობა, ანიჭებს მეიჯარეს უფლებას დააკისროს მას ფინანსური ხარჯები;

5.2.20. ქარშეარინგის მომსახურების გამოყენებისას, მომხმარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეინარჩუნებს სუფთა მდგომარეობაში და არ დატოვებს პირად ნივთებს დასრულებისას; არ განახორციელებს რაიმეს დამონტაჟებას ან/და ცვლილებას ავტოსატრანსპორტო საშუალების ფასადზე ან მის შიგნით. მეიჯარე არ აგებს პასუხს დასრულების შემდეგ მომხმარებლის მიერ დატოვებული ნივთების შენახვასა ან/და დაბრუნებაზე. მომხმარებლის მიერ ნებისმიერი მონტაჟის ან/და ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია, მოაშოროს ასეთი ინსტალაციები ან/და ცვლილებები, ჩამოაწეროს ან/და მოსთხოვოს მომხმარებელს ავტოსატრანსპორტო საშუალების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის გაწეული ხარჯი.

5.2.21. აკრძალულია თამბაქოს ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მოწყობილობით მოწევა. ამ ვალდებულების დარღვევა, ანიჭებს მეიჯარეს უფლებას დააკისროს მომხმარებელს ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

5.2.22. ნებისმიერ დროს, მომხმარებელი გამოიყენებს ავტოსატრანსპორტო საშუალებას პირადად, მისი გადაცემა მესამე პირებზე არის აკრძალული. მომხმარებლის მიერ ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია, დააკისროს მომხმარებელს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

5.2.23. თუ მომხმარებელი მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სასმელის, ნარკოტიკის ან ფსიქოტროპული მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ ან/და თუ უარს აცხადებს შემოწმებაზე, მეიჯარე უფლებამოსილია დააკისროს მომხმარებელს ჯარიმა არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

5.3. მეიჯარის უფლებები:

5.3.1. მეიჯარე უფლებამოსილია, მოსთხოვოს მომხმარებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

5.3.2. მეიჯარე უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს მომხმარებლის შემდგომი ვერიფიკაციისა და იდენტიფიკაციის მიზნით, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია ან/და ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც მიწოდებულია მომხმარებლის მიერ მეიჯარისთვის. ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის ან/და მომხმარებლის ნებისმიერი სხვა ინფორმაციის/დოკუმენტის შემოწმების ან/და მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნით, მეიჯარე უფლებამოსილია, მომხმარებლისგან ან/და ნებისმიერი პირის/სახელმწიფო ორგანოდან დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტი;

5.3.3. ხელშეკრულებისა და ავტორიზებული აპლიკაციის თანახმად, მეიჯარე უფლებამოსილია მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწეროს მომსახურების ტარიფი ან/და ნებისმიერი ხარჯი ან/და გადასახადები, რომელიც უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა ხელშეკრულების ან/და ავტორიზებული აპლიკაციის თანახმად;

5.3.4. მეიჯარე უფლებამოსილია, ჰქონდეს თავისუფალი და შეუზღუდავი წვდომა ავტოსატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის განსაზღვრის, უსაფრთხოების, შემოწმებისა და კონტროლის მიზნით, მონიტორინგი გაუწიოს ავტოსატრანსპორტო საშუალებას ან/და მომხმარებელს ან/და მესამე პირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში;

5.3.5. მეიჯარე უფლებამოსილია, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეაჩეროს მომხმარებლის წვდომა ავტორიზებულ აპლიკაციას ან/და ქარშეარინგის მომსახურებასთან ნებისმიერ დროს ან/და შეწყვიტოს ავტორიზაცია/რეგისტრაცია;

5.3.6. მეიჯარე უფლებამოსილია, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს ნებისმიერი ცვლილება/დამატება ხელშეკრულებაში, ავტორიზებულ აპლიკაციაში, დანართში და ქარშეარინგით მომსახურებაში;

5.3.7. მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია კუმულატიურად ან/და ალტერნატიულად გამოიყენოს ნებისმიერი მეთოდი ან/და განახორციელოს ნებისმიერი შემდეგი ქმედება: (ა) შეამოწმოს მომხმარებლის ქმედებების შესაბამისობა ხელშეკრულებასთან; (ბ) აღკვეთოს, შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს მომხმარებლის მიერ ქარშეარინგით მომსახურების გამოყენება; (გ) შესაბამის კერძო პირებს ან/და სახელმწიფო ორგანოებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შესახებ, (დ) დააკისროს და ჩამოწეროს მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან ნებისმიერი გადასახადი, მათ შორის ტარიფი, კერძო, საჯარო ან/და მუნიციპალური გადასახადი, ჯარიმა, პირგასამტეხლო, ფრანშიზა, დაუზღვეველი რისკი და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც დაეკისრა მომხმარებელს ან/და მეიჯარეს, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად ან/და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც უნდა გადაიხადოს მეიჯარემ მესამე პირების/სახელმწიფოს წინაშე ან/და რაც დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული თანხების ჩამოწერასთან. ზემოაღნიშნული უფლებების განსაზღვრა არის მეიჯარის დისკრეცია და მოიცავს უნაღდო ანგარიშსწორებას და სხვა მეთოდებს, რომელიც გამოიყენება პრაქტიკაში; (ე) ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;

5.3.8. ავტოსაგზაო შემთხვევისას, სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების (პოლიცია) მიერ მომხმარებლის ბრალეულობის დადასტურდების შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია, მომხმარებელს დააკისროს ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება ჩამოწერას პლასტიკური ბარათიდან; მომხმარებელი ასევე ვალდებულია აანაზღაუროს ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი.

5.3.9. მეიჯარე უფლებამოსილია, გამოიყენოს მისთვის ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ნებისმიერი უფლება და განახორციელოს მომხმარებლის მიერ ვალდებულების შესრულებისთვის აუცილებელი ნებისმიერი კანონიერი ქმედება.

5.3.10. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელის მიერ ქარშეარინგის სერვისით სარგებლობის დასრულებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამუხტვის დონე იქნება 10%-ზე ნაკლები, მეიჯარე უფლებამოსილია დააკისროს მომხმარებელს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების დასამუხტ სადგურამდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მათ შორის და არამხოლოდ, ევაკუატორის მომსახურების ხარჯი.

5.3.11. ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევის, სადაზღვეო პოლისში მითითებული ან/და სხვა ნებისმიერი გარემოების დადგომის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ავტოსატრანსპორტო საშუალების, ან მისი ნაწილის ან/და მასში განთავსებული ნებისმიერი დოკუმენტის და მოწყობილობის ან/და მომხმარებლის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მყოფი მესამე პირის დაზიანება, მომხმარებელი ვალდებულია, არ გადაადგილოს ავტოსატრანსპორტო საშუალება და დაუყონებლივ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე მეიჯარეს და პოლიციას. წინამდებარე ვალდებულების დარღვევა ანიჭებს მეიჯარეს უფლებამოსილებას დააკისროს მომხმარებელს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით (რომელიც ექვემდებარება ჩამოწერას პლასტიკური ბარათიდან) და ასევე აკისრებს მომხმარებელს პასუხისმგებლობას გადაიხადოს ნებისმიერი სხვა ყველა გადასახადი, რაც წარმოიშვა საგზაო შემთხვევიდან გამომდინარე;

5.3.12. მომხმარებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სარგებლობისას სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია, მომხმარებელს დააკისროს ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება ჩამოწერას პლასტიკური ბარათიდან;

5.4.1. მიაწოდოს ქარშეარინგის მომსახურება ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

5.4.2. მიაწოდოს მომხმარებელს ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტორიზებულ აპლიკაციაში მითითებულ ადგილას და მდგომარეობაში;

5.4.3. შეატყობინოს მომხმარებელს ქარშეარინგის მომსახურების ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება.

 

6. ტარიფი, სხვა გადასახადები და გადახდის პირობები

6.1. ქარშეარინგის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება ავტორიზებულ აპლიკაციაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს.

6.2. მომხმარებელი უფლებამოსილია ქარშეარინგის იჯარით გადაცემის მომსახურების საფასური გადაიხადოს მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი პლასტიკური ბარათით, რომლის მონაცემებიც მომხმარებლის მიერ შეყვანილია ავტორიზებულ აპლიკაციაში.

6.3. იმისათვის რომ განხორციელდეს პლასტიკური ბარათის დაკავშირება ავტორიზებულ აპლიკაციასთან, მომხმარებელი ვალდებულია შეიყვანოს შესაბამისი პლასტიკური ბარათის მონაცემები ავტორიზებულ აპლიკაციაში და მონიშნოს ღილაკი „ბარათის დამახსოვრება შემდეგი გადახდებისათვის“.

6.4. ტარიფის გადახდა ხორციელდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან უნაღდო ანგარიშსწორების გზით. მომხმარებლის ავტორიზებულ აპლიკაციაში გააქტიურებამდე, მეიჯარე უფლებამოსილია მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოაწეროს დაბრუნებადი მინიმუმი თანხა - 0,5 (ნული მთელი ხუთი) ლარი, პლასტიკური ბარათის გადამოწმების მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მეიჯარე ვერ ახორციელებს ტარიფის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერას მეიჯარე უფლებამოსილია მიმართოს შეგროვების სხვა ხერხებს, როგორიცაა ნაღდი ანგარიშსწორება, ა.შ.

6.5. იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარე ვერ ახერხებს ტარიფის ჩამოწერას, გადახდის დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, მეიჯარე უფლებამოსილია მომხმარებელს დააკისროს გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6.6. მეიჯარე უფლებამოსილია, მომხმარებელს დააკისროს ნებისმიერი კერძო, საჯარო ან/და მუნიციპალური გადასახადი, ხარჯი, ჯარიმა, პირგასამტეხლო, ფრანშიზა, დაუზღვეველი რისკის ხარჯი და სხვა თანხა, რომელიც მეიჯარის მიერ არის გადახდილი, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც ირიბად დაკავშირებულია მომხმარებლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან. ასეთი თანხების გადახდა განხორციელდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერის გზით. მომხმარებელი ანიჭებს მეიჯარეს შეუზღუდავ უფლებას ჩამოწეროს ასეთი თანხები მისი საბანკო ანგარიშიდან დამატებითი შეტყობინების გარეშე. მეიჯარის მიერ ამ თანხების ჩამოწერის გზით მიუღებლობის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია მიმართოს ანგარიშსწორების სხვა მეთოდებს, როგორიცაა ნაღდი ანგარიშსწორება და ა.შ.

6.7. იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარე ვერ ახერხებს 6.4 მუხლით განსაზღვრული თანხების მიღებას, გადახდის ვადიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, მეიჯარე უფლებამოსილია მომხმარებელს დააკისროს გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6.8. მეიჯარე მისი ერთპიროვნული დისკრეციის ფარგლებში და შემდგომი ვალდებულების გარეშე, პერიოდულად უფლებამოსილია განსაზღვროს პრომო აქციები და სხვადასხვა ტიპის ბონუსები, რომლის თაობაზე ინფორმაციაც მომხმარებელს მიეწოდება ავტორიზებული აპლიკაციის მეშვეობით.

 

7. დაზღვევა

7.1. მეიჯარე იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ ავტორიზებულ აპლიკაციაში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვეულია, დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად.

7.2. მომხმარებლის მიერ ქარშეარინგის მომსახურების გამოყენების დროს სადაზღვეო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხისმგებელია დაფაროს ფრანშიზა და სხვა ნებისმიერ თანხა, რომელსაც გადაიხდის ან რომელიც დაეკისრება მეიჯარეს და არ დაიფარება სადაზღვეო ხელშეკრულებით ან ექცევა შესაბამის გამონაკლისებში, ან/და მეიჯარის მიერ შესაბამისი თანხების სადაზღვეო კომპანიიდან მიღება შეუძლებელია მომხმარებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

7.3. ხელშეკრულების 7.2 მუხლით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურება  განხორციელდება მომხმარებლისგან 6.4 და 6.5 მუხლების თანახმად.

7.4. მეიჯარე ადასტურებს, რომ თუ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია დაფარული რისკით და ექვემდებარება ანაზღაურებას სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ, რეგრესის წესით თანხა  მოითხოვოს მომხმარებლისგან, გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით, მაგრამ არა-უმეტეს 450 აშშ დოლარის ყოველი სადაზღვევო შემთხვევისათვის. ამასთან სადაზღვევო კომპანია,  უფლებამოსილია ამ პუნქტში მითითებული რეგრესის უფლება გამოიყენოს მაშინ, როდესაც სადაზღვევო შემთხვევა დადგება მომხმარებლის ბრალეულობით.

 

8. პერსონალური ინფორმაცია

8.1. მომხმარებელი იძლევა თანხმობას, ქარშეარინგის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, გადასცეს მეიჯარეს მისი პერსონალური ინფორმაცია, შემდეგში მისი შემოწმების, შენახვისა და დამუშავების მიზნით.

8.2. ხელშეკრულების 8.1 მუხლით განსაზღვრული თანხმობა განიმარტება, როგორც მეიჯარისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაციის დამუშავების უფლება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობებით.

8.3. მომხმარებლის თანხმობა მეიჯარის მიერ მისი პერსონალური ინფორმაციის და ასევე, მომხმარებლის მიერ მიწოდებული სხვა ინფორმაციის მიღების, შენახვის, დამუშავების და შემოწმების თაობაზე ძალაში რჩება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

 

9. კონფიდენციალური ინფორმაცია

9.1. ხელშეკრულების მიზნებისთვის, კონფიდენციალურ ინფორმაციად მიიჩნევა, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც (ა) მეიჯარემ შეიძლება მოიპოვოს, მიიღოს (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ან მის შემდეგ) ქარშეარინგის მომსახურებასთან ან/და მომსახურების გამოყენების პროცესთან ან/და ავტორიზებულ აპლიკაციასთან დაკავშირებით ან/და (ბ) დაკავშირებულია ხელშეკრულების შინაარსთან (ან ამ ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ ნებისმიერ ხელშეკრულებასთან), ავტორიზებულ აპლიკაციასთან და დანართებთან.

9.2. ინფორმაცია არ არის კონფიდენციალური, თუ (ა) იგი გახდა საჯაროდ ცნობილი ნებისმიერი სხვა გზით, გარდა ამ ხელშეკრულების დარღვევისა.

9.3. მეიჯარე ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას, გარდა (ა)კანონის ან სახელმწიფო ან სხვა მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნით, როდესაც მეიჯარე გამჟღავნების მოთხოვნის თაობაზე შეტყობინების ასლს მიაწვდის მომხმარებელს და განახორციელებს ყველა საჭირო ცვლილებას და დამატებას, რაც მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ და რაც არ ეწინააღმდეგება მეიჯარის ვალდებულებებს; ან (გ) ნებისმიერ საგადასახადო ორგანოს წინაშე მხარის საგადასახადო ანგარიშგების მიზნებისთვის; (დ) თუ ინფორმაცია საჯარო ხდება საჯარო წყაროდან.

9.4. მეიჯარე უფლებამოსილია, მხოლოდ ხელშეკრულების მიზნებისთვის, ქარშეარინგის მომსახურების სრულყოფისა და შემდგომი განვითარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, გაამჟღავნოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაცია. მეიჯარის მიერ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება არ მიიჩნევა კონფიდენციალურობის დარღვევად, თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება იმავე პირობების დაცვით რაც ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

9.5. კონფიდეციალურობის დარღვევად არ ჩაითვლება, ჩამოწერის განხოციელების მიზნით ან/და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მეიჯარის მიერ ადგილობრივი ან/და უცხოური კომერციული ბანკის/საფინანსო ინსტიტუტისათვის, თაღლითურ ტრანზაქციებად განცხადებულ ან/და გასაჩივრებული ტრანზაქციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.

 

10. შეტყობინებები

10.1. ამ ხელშეკრულებიდან ან/და ქარშერინგის მომსახურებიდან გამომდინარე ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც მეიჯარის მიერ ეგზავნება მომხმარებელს გაიგზავნება ელექტრონულ მოწყობილობაზე დარეკვით/მოკლეტექსტური შეტყობინების ან/და ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით.

10.2. მომხმარებლისთვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება და შესაბამისი ინფორმაცია/პირობები/მოთხოვნები ხდება სავალდებულო მომხმარებლისთვის, იმ მომენტიდან, როდესაც მეიჯარე გაუგზავნის ასეთ შეტყობინებას მომხმარებელს.

10.3. ყოველგვარი ეჭვის არიდების მიზნით, მეიჯარე უფლებამოსილია კუმულატიურად ან ალტერნატიულად აირჩიოს და გამოიყენოს შეტყობინების ნებისმიერი მეთოდი, რომელიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებიდ ან/და საქართველოს კანონმდებლობით.

10.4. ამ ხელშეკრულების ან/და ქარშერინგის მომსახურების მიზნებისათვის, მეიჯარისთვის გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება გაგზავნილი უნდა იქნას მეიჯარის ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე შესაბისი ფორმით. მომხმარებლის მიერ გაგზავნილი შეტყობინება მიიჩნევა ჩაბარებულად, მეიჯარის მიერ ასეთი შეტყობინების დადასტურების მომენტიდან.

 

11. ხელშეკრულების ვადა

11.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, ავტორიზებულ აპლიკაციაში ქარშეარინგის მომსახურების ხელშეკრულებაზე დათანხმების მომენტიდან და ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, მხარეთა მიერ მის შეწყვეტამდე.

11.2. მომხმარებელი უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება ავტორიზებულ აპლიკაციაში ავტორიზაციის გაუქმებით. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს შეწყვეტის თარიღზე არსებული ტარიფი და ყველა სხვა გადასახადი. მეიჯარე უფლებამოსილია, ასეთი გადასახადები ჩამოწეროს ხელშეკრულების 6.4 და 6.5 მუხლებში განსაზღვრული ნებისმიერი მეთოდით.

11.3. მეიჯარე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მომხმარებლისთვის გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, ავტორიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შეწყვეტა არ ზღუდავს მეიჯარის უფლებას მოითხოვოს მომხმარებლის მიერ ყველა ვალდებულების შესრულება და უფლებამოსილია, დააკისროს/შეაგროვოს ტარიფი დ სხვა გადასახადები, რომელიც არსებობს შეწყვეტის თარიღის მიხედვით.

11.4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დებულებები და ვალდებულებები, რომელიც წარმოშობილია მისგან, რომელიც გრძელდება ხელშეკრულების მოქმედების მიუხედავად, რჩება ძალაში მითითებული ვადით. შესაბამისი ვადის არარსებობის შემთხვევაში, ასეთი დებულებები ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით.

 

12. ცვლილება

12.1. მეიჯარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნით ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულება. თუ მომხმარებელი არ შეწყვეტს ხელშეკრულებას, აღნიშნული უთანაბრდება მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების ცვლილების მიღებას.

12.2. ავტორიზებული აპლიკაციის ან/და დანართის ან/და სხვა დოკუმენტის ცვლილება განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად და განიხილება, როგორც ხელშეკრულების ცვლილება.

 

13. ფორს-მაჟორი

13.1. არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა (ფორს-მაჟორი), რომლის არსებობის ან წარმოშობის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო. ამასთან, მხარე, რომელიც აცხადებს ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შესახებ, ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებებისგან უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ იმ მოცულობით და იმ ვადით, რომლითაც აღნიშნული ვალდებულებების განხორციელება შეფერხებულია ფორს-მაჟორული გარემოებებით და არ უნდა გათავისუფლდეს ხელშეკრულებით დაკისრებული ნებისმიერი სხვა ისეთი ვალდებულებისგან, რომელსაც არ აფერხებს ფორს-მაჟორული გარემოებები.

13.2. გადაულახავ ძალად ჩაითვლება შემდეგი (და არა მხოლოდ): სტიქიური უბედურებანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი და სხვა.); გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ომი, სამოქალაქო არეულობა, გაფიცვა, ლოკაუტი, მასობრივი არეულობა, საბოტაჟი, ტერორისტული აქტი, ნებისმიერი სახის  საომარი მოქმედებები, ტერორისტული აქტი, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემიები, ბლოკადა ან ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო;

13.3. ზემოთ აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული ფაქტები უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი დადასტურება არ მოითხოვება, თუ საქმე ეხება საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს.

13.4. ხელისუფლების ნებისმიერი ერთეულის ან ხელისუფლების მიერ საამისოდ კომპეტენტურად განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილება და ისეთი ნორმატიული აქტების გამოცემა, რომლებიც ზემოქმედებენ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ცვლიან, წყვეტენ ან აჩერებენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებსა და პირობებს.

13.5. ფორს-მაჟორული გარემოებების წარმოშობის შესახებ მხარემ დაუყონებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა). თუ ასეთი შეტყობინება არ იქნება გაკეთებული 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, მხარეს უფლება არ აქვს პასუხისმგებლობის განგანთავისუფლების მიზნით მიუთითოს ასეთ გარემოებებზე, თუკი შეტყობინების არ გაგზავნა არ იყო გამოწვეული ამ გარემოებებით.

13.6. ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყონებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

14. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

14.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

14.2. მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი უთანხმოება ან დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მხარეები თანხმდებიან და აცხადებენ დასტურს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მეიჯარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყონებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად.

 

15. სხვადასხვა

15.1. ხელშეკრულების დებულებებს გააჩნიათ უპირატესი ძალა მხარეთა შორის იმავე საგანზე არსებულ ნებისმიერ მოლაპარაკებასა თუ შეთანხმებაზე.

15.2. თუ სხვაგვარად არ არის გამომდინარეობს კონტექსტიდან, მხოლობითში გამოყენებული სიტყვები მოიცავს მრავლობით და მრავლობითში - მხოლობითს.

15.3. სადაც გამოყენებულია, სიტყვები შეიცავს, მათ შორის ან კერძოდ, მიჩნეულია რომ ამ სიტყვებს მოსდევს „არა მხოლოდ“.

15.4. ხელშეკრულებაში გამოყენებული სათაურები ემსახურება ხელშეკრულების აღქმის გაადვილებას და არ შეიძლება გავლენა იქონიოს ხელშეკრულების ფორმასა და განმარტებაზე.

15.5. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ნებისმიერი მუხლი ან დებულება ნებისმიერ დროს გახდება ბათილი ან უკანონო, ასეთი ბათილობა ან უკანონობა არ გამოიწვევს მთლიანი ხელშეკრულების ან სხვა ნაწილის ბათილობას და უკანონობას.

15.6. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და განთავსებულია მეიჯარის ვებ-გვერდზე. ენებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ენას.