FAQ

როგორ გავხდე აიქარის მომხმარებელი?

ვის შეუძლია გახდეს აიქარის მომსახურების მომხმარებელი?

თქვენ უნდა იყოთ სულ მცირე 21 წლის, გქონდეთ მართვის მოწმობა და ავტომობილის ტარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

როგორ გავხდე აიქარის მომხმარებელი?

დარეგისტრირდით ვებგვერდზე www.aicar.ge ან აიქარის აპლიკაციაში. მოგივათ SMS-ის სახით დამადასტურებელი შეტყობინება. განხილვის პერიოდი მოიცავს სამუშაო საათებში არაუმეტეს 2 საათს ( სამუშაო დღეებში 10:00-19:00), თუმცა იშვიათად - რამდენიმე დღეს.

რა საბუთები მჭირდება რეგისტრაციისთვის?

სარეგისტრაციო მოთხოვნები:

ასაკი: 21 წლიდან

მანქანის მართვის გამოცდილება: არაუმცირეს 2 წელი

მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ( პასპორტი, პირადობის მოწმობა), მართვის მოწმობა და საბანკო ბარათი.

ასევე მოგიწევთ შემდეგი ფოტოსურათების მიმაგრება:

  • პირადობის მოწმობის/პასპორტის წინა მხარის ფოტოსურათი
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის უკანა მხარის ფოტოსურათი
  • სელფი პასპორტთან ერთად ( ფოტოსურათი, სადაც ჩანს მომხმარებლის ფოტოსურათი გადაშლილ პასპორტთან ერთად)
  • მართვის მოწმობის ფოტოსურათი
რა საბუთები მჭირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რეგისტრაციისთვის?

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რეგისტრაციის  წესები იგივეა, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის.

როგორ გამოვიყენო აიქარის მომსახურება?

საიდან ჩამოვტვირთო აიქარის აპლიკაცია?

უბრალოდ აკრიფეთ „AiCar“ AppStore-სა ან Google Play-ის ძებნის ველში.

სად მივიღო ავტომობილის გასაღები?

ავტომობილი იღება და იკეტება მობილური აპლიკაციის მეშვეობით. გასაღები მანქანაში წინასწარ არის მოთავსებული.

სად არის მანქანის საბუთები?

ყველა საბუთი მანქანის სათავსოშია მოთავსებული.

როგორ დავჯავშნო ავტომობილი?

აიქარის მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ჯავშნის პირველი 10 წუთი უფასია, ყოველი შემდგომი წუთი ანგარიშდება საბაზისო ტარიფით.

უწევს თუ არა აიქარის მომხმარებელს პარკირებისა და სპეციალური ფასიანი პარკირების საფასურის გადახდა?

აიქარი ფარავს მუნიციპალური ღია პარკინგით სარგებლობის საფასურს. დახურული ავტოსადგომების (სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, თეატრები) საფასური ცალკე უნდა დაიფაროს. აკრძალულია ქირაობის ამგვარ ავტოსადგომებზე დასრულება.

ვინ ტენის ავტომობილს?

თუ მგზავრობისას ავტომობილის მუხტი 30%-ზე დაბალია, გთხოვთ, დაასრულოთ ქირაობა დასატენი სადგურის მიმდებარედ და შეაერთოთ ავტომობილი დასატენად.

სადგურზე მისვლისას, შეაერთეთ დასატენი კაბელი  და დატენეთ მანქანა. ხარვეზის აღმოჩენისას ან კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე +995 322 110 499.

რა ხდება თუ მგზავრობისას მანქანის მუხტი 30%-ზე ნაკლებია, მაგრამ არ მაქვს დრო ავტომობილის მისაყვანად უახლოეს დასატენ სადგურამდე?

ყველაფერი რიგზეა. ავტომობილს ჩვენ მივიყვანთ დასატენ სადგურამდე, თუმცა მოგიწევს მომსახურების საფასურის გადახდა 10 ლარის ოდენობით.

ვინ რეცხავს ავტომობილს?

აიქარი. შემოწმებისას, შეგიძლიათ შეგვატყობინოთ რომ მანქანა ბინძურია. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დაუყოვნებლივ ზომებს. მანქანის გარეცხვა არ ანაზღაურდება.

ვინ იხდის ჯარიმებს?

მძღოლი. პოლიცია ყველა ჯარიმას ჩვენ გვიგზავნის, ჩვენ - მომხმარებლებს. მძღოლი თავადაა პასუხისმგებელი დარღვევაზე.

დაზღვეულია თუ არა აიქარის ავტომობილები?

ყველა ავტომობილი დაზღვეულია. ავარიის შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხისმგებელია ფრანშიზაზე. თუ ავარია თქვენი ბრალია და ზარალი შეადგენს 5000 ლარს, იხდით ზარალის ხარჯს არაუმეტეს 1000 ლარისა. თუ ზარალი 5000 ლარს აღემატება, იხდით 1000 ლარს და ზარალის ხარჯის 15%-ს.

ფორს-მაჟორი

როგორ მოვიქცე თუ მანქანაში ნივთები დარჩა?

დაგვიკავშირდით ნომერზე +995 322 110 499.

როგორ მოვიქცე ავარიის შემთხვევაში?

ავარიის შემთხვევაში, გაჩერდით, დაიცავით საგზაო მოძრაობის წესები, არ დატოვოთ შემთხვევის ადგილი, საჭიროების შემთხვევაში,  ჩართეთ ავარიულები. აუცილებლად დაურეკეთ ქოლ-ცენტრს ნომერზე +995 322 110 499 და მიყევით ოპერატორის ინსტრუქციებს.

ვერ ვაღებ/ვერ ვხურავ მანქანის კარებს, როგორ მოვიქცე?

შეამოწმეთ ინტერნეტთან კავშირი და სცადეთ ხელახლა. თუ კვლავ ვერ აღებთ/ხურავთ კარებს, დაგვიკავშირდით ნომერზე +995 322 110 499.

როგორ მოვიქცე თუ ავტომობილი გაფუჭდა?

დაგვიკავშირდით ნომერზე +995 322 110 499.

ინფორმაცია ავტომობილზე

რა მანქანებს სთავაზობს აიქარის მომსახურება?

ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ქვეყანაში გარემო ვითარების გაუმჯობესება, ამიტომაც საწვავზე მომუშავე ავტომობილების ნაცვლად მომხმარებელს ვთავაზობთ ელექტრომობილებს.

ჩვენი ავტოპარკი შედგება ელექტრო მოდელებისგან: Nissan Leaf და Renault Zoe. ჩვენ ასევე ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე, ამიტომაც ყველა ავტომობილი აღჭურვილია კონდიცირებითა და უსაფრთხოების სისტემით.